KA EN TR
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია“

მკურნალობა თურქეთში შუამავლებისა და ზედმეტი ხარჯების გარეშე

„ონკოლაინ ჯორჯიას“ მხარდაჭერით დაუკავშირდით თურქეთის წამყვანი კლინიკების საერთაშორისო დეპარტამენტებს პირდაპირ. მიიღეთ სრული სერვისი ქართულ ენაზე და გაიარეთ ეს გზა დაცულად.

  • 0 ₾ საკომისიო
  • ქართულ ენაზე
  • პირდაპირ კლინიკებთან
სოფიკო ფირანიშვილი ონკოლაინ ჯორჯია მკურნალობა თურქეთში
სოფიკო ფირანიშვილი „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს წევრი
ნდობა ციფრებში

კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია“

60 000-მდეგაერთიანებული აუდიტორია სოციალურ პლატფორმებზე
22 000+„ონკოლაინ ჯორჯიას“ გამომწერი
10 800+„ონკო კლუბის“ წევრი
0 ₾საკომისიო პაციენტებისთვის

პლატფორმა შექმნილია კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ (Oncoline Georgia) მიერ, რომელიც 2019 წლიდან აერთიანებს ონკოპაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს. ჩვენი მისიაა პაციენტთა ინფორმირება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, მედიკამენტებით დახმარება და მათი უფლებების დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სოფიკო ფირანიშვილი კლინიკის პალატაში მკურნალობის პერიოდში
მკურნალობის პერიოდი
სოფიკო ფირანიშვილი დღეს — ონკოლაინ ჯორჯიას დამფუძნებელი
დღეს
დამფუძნებლის ისტორია

რატომ შევქმენი ეს პლატფორმა? — სოფიკო ფირანიშვილი

„23 წლის ასაკში დამისვეს მესამე სტადიის ძვლის კიბოს (მარცხენა მხრის ძვლის ოსტეოსარკომის) დიაგნოზი. გავიარე ქიმიოთერაპიის უმძიმესი კურსები, მხრის სახსრის ენდოპროთეზირების ურთულესი ოპერაცია საზღვარგარეთ და დავამარცხე დაავადება. გარდა ამისა, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ თავად ვიმყოფებოდი თურქეთში და საკუთარი თვალით ვნახე, რამდენი ზედმეტი რგოლი და გაუმჭვირვალე პირობა არსებობს არაკეთილსინდისიერი შუამავლების გამო. სწორედ ამიტომ ვქმნით პირდაპირ, გამჭვირვალე ხიდს ქართველ პაციენტებსა და თურქეთის კლინიკებს შორის.“

  • საქართველოს ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს წევრი
  • „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და დირექტორი
  • წიგნის „კიბოსთან ერთად და მის შემდეგ“ ავტორი
წიგნი

ჩემი წიგნი: „კიბოსთან ერთად და მის შემდეგ“

„კიბოს დამარცხების რეცეპტი არ არსებობს. მხოლოდ შენ არსებობ, შენ, რომელმაც უბრალოდ უნდა ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების.“

— გიორგი კეკელიძის წინასიტყვაობით
სერვისები

რაში გეხმარებით

პირდაპირი კავშირი კლინიკებთან

თურქეთის წამყვანი კლინიკების საერთაშორისო განყოფილებებთან დაკავშირება შუამავლებისა და აგენტების გარეშე.

მომსახურება მშობლიურ ენაზე

კვალიფიციური ქართულენოვანი თარჯიმანი კლინიკაში მკურნალობის ყველა ეტაპზე.

ტრანსფერი და სასტუმრო

აეროპორტში დახვედრის, კლინიკაში გადაადგილებისა და სასტუმროს წინასწარი ორგანიზება.

მედიკამენტების მოძიება

საჭირო და დეფიციტური პრეპარატების გადამოწმება და მოძიება საქართველოსა და თურქეთში.

შედარება

რით განვსხვავდებით კომერციული შუამავლებისგან

კრიტერიუმი სამედიცინო ტურიზმის სააგენტოები „ონკოლაინ ჯორჯია“
მთავარი მოტივაცია კომერციული მოგება და საკომისიოები პაციენტის ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა
კლინიკის შერჩევა კონტრაქტორი კლინიკები (სარგებლის მიხედვით) რეალურად ძლიერი კლინიკა დიაგნოზის მიხედვით
კომუნიკაცია შუამავალი აგენტების გავლით პირდაპირი კავშირი საერთაშორისო დეპარტამენტთან
გამოცდილება თეორიული ცოდნა პირადი გამოცდილება და 10 400+ პაციენტის პრაქტიკა
როგორ მუშაობს

პროცესი 4 მარტივ ნაბიჯად

  1. მოგვწერეთ

    გვიგზავნით სამედიცინო დოკუმენტაციას (ფორმა 100, კვლევები) WhatsApp-ზე ან ელ-ფოსტაზე.

  2. კლინიკის შერჩევა

    ვაგზავნით მასალებს თურქეთის კლინიკების საერთაშორისო განყოფილებებში და ვიღებთ წინასწარ პასუხსა და ხარჯთაღრიცხვას.

  3. ვიზიტის დაგეგმვა

    გაკავშირებთ კლინიკის კოორდინატორთან, ვგეგმავთ ფრენას, ტრანსფერსა და თარჯიმანს.

  4. მუდმივი კავშირი

    მკურნალობის ყველა ეტაპზე ვრჩებით თქვენ გვერდით.

დაიწყეთ პირველი ნაბიჯით — დღესვე

გამოგვიგზავნეთ დოკუმენტები WhatsApp-ზე. კონსულტაცია უფასოა.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს თქვენი კონსულტაცია და დახმარება?

„ონკოლაინ ჯორჯიას“ საინფორმაციო მხარდაჭერა და კლინიკებთან დაკავშირება პაციენტებისთვის სრულიად უფასოა.

რამდენ ხანში მივიღებ პასუხს თურქეთის კლინიკიდან?

დოკუმენტაციის სრულყოფილად გადმოგზავნიდან 24-დან 48 საათამდე პერიოდში.

მჭირდება თუ არა ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა?

არა, კლინიკის საერთაშორისო დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქართულენოვან თარჯიმანს მკურნალობის ყველა ეტაპზე.

რა დოკუმენტები უნდა გამოგიგზავნოთ?

ფორმა 100, ბოლო კვლევების შედეგები (CT, MRI, PET-CT) და ბიოფსიის/ჰისტოლოგიის დასკვნა, თუ გაქვთ. ფოტოები ან სკანირებული ასლები WhatsApp-ზეც საკმარისია.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით პირდაპირ

უფასო კონსულტაციისთვის მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან შეავსეთ ფორმა — დაგიკავშირდებით უმოკლეს დროში.

მოგვწერეთ

შეავსეთ ფორმა და დაგიკავშირდებით.

უფასო კონსულტაცია